პოლიტიკა

სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე მოქალაქეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული. ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ დღითი დღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას.

ამ პირობებში ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close