პოლიტიკა

სამი რადიკალური პარტია – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაინტერესებულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მყოფი სამი პოლიტიკური პარტიის მიზანი 12 პუნქტის შესრულების ჩაშლა და ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მიღწევაა.

„პარლამენტში სამი რადიკალური პარტიაა – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი პრინციპულად არიან გამიჯნულები იმ სამუშაო პროცესისგან, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. არ ვიცით, რამდენი განცხადება დასჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩაერთონ, თუმცა დღეს აშკარაა, რომ ეს სამი პოლიტიკური პარტია პირდაპირაა დაინტერესებული საბოტაჟითა და იმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close