საზოგადოება

სამეურვეო საბჭოს წევრი, შათირიშვილის მოსაზრებების გამოქვეყნების გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიმართავს

ლიკა ბასილაია-შავგულიძე:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების პორტალზე კვლავ გამოქვეყნდა ზაზა შათირიშვილის ანტიდასავლური “ნაშრომი”, სადაც მან ერთ ქვაბში ჩაყარა “ამერიკის მმართველი რამდენიმე ოჯახი” “ელგებეტე პროპაგანდა”, ჰეფი მილი “ელტონჯონიანად” და ჩვენი “გარყვნის”ამბავი ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში და სხვა ბოდვა, ზუსტად ის, რითაც რუსი დუგინი სახლში ტვინს ურეცხავს მასებს. ადრე მივმართეთ ამ საკითხზე დირექტორს, არგუმენტად მოიტანა, რომ ასეთი მოსაზრებაც ხომ არსებობსო, ჰოდა კონტრარგუმენტად ვუთხარით, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის და კონსპირაციის თეორიების პოპულარიზაცია აკრძალულია კანონით მაუწყებლობის შესახებ და არ არის საზმაუს მისია მითუმეტეს. აქვე ისიც ვუთხარით, რომ სხვა ფილოსიფოსთა, ისტორიკოსთა თუ მკვლევართა განსხვავებული მოსაზრებები ანალოგიურ თემებზე არ არსებობს ჩვენს არხზე და მით უფრო მიუღებელია, რომ ახალი ამბების სექციაში დუგინის მოწაფის, შათირიშვილის პროპაგანდისტული ანტიდასავლური წერილები პერმანენტულად იბეჭდება- თქო (სულ 40 მდეა უკვე!). ვაპირებთ მივმართოთ ამ საკითხზე ევროპის მაუწყებელთა კავშირს”.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ლიკა ბასილაია-შავგულიძე 2022 წელს აირჩია. კენჭისყრა 24 მაისს გაიმართა და მას მხარი 52-მა დეპუტატმა დაუჭირა. სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close