პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – რომან გოცირიძე

ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

გოცირიძის შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი“.

„ის [ივანიშვილი] მჭიდრო კავშირშია რუს ოლიგარქებთან, მთელი მისი ქონება რუსეთში არის ნაშოვნი. ის, ფაქტობრივად, რუსეთის რეჟიმს ემსახურება და თავისი ქმედებებით ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყანაში. ეს იყო პირდაპირ, მიზანმიმართულად ტელეკომპანია „მთავარის“ დასახურად გადადგმული ნაბიჯი. შემდეგ რიგში სხვები იქნებიან, რადგან ამ ხელისუფლების კრიმინალურ და ფინანსურ დანაშაულებს მხოლოდ თავისუფალი მედია ავლენს. ეს არავის შერჩება.

რაც შეეხება პერსპექტივას, სააპელაციო სასამართლო ისეთივე ყურმოჭრილია, როგორც ეს სასამართლო და სამარცხვინო მოსამართლე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხანდახან უყვარს უცხოეთში პოზიორობა და კეკლუცობა, სანამ ეს პროცესი არ დააზიანებს ქვეყანას, ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close