პოლიტიკა

საკმარისზე მეტი აქვს ნიკა მელიას გაკეთებული, ჩანაწერი არ გვჭირდებოდეს იმისთვის, რომ აღარ იყოს მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი – ჩარკვიანი

არ მომწონს ჩანაწერების გავრცელება, ვერ ვიტან ანონიმ ტიპებს, ვერ ვიტან ჩამწერებს და გამავრცელებლებს, მაგრამ მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი.

არ მომწონს ჩანაწერების გავრცელება, ვერ ვიტან ანონიმ ტიპებს, ვერ ვიტან ჩამწერებს და გამავრცელებლებს, მაგრამ მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ მოსწონს, ერთმანეთს მხარეები როგორც ექცევიან. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ძალიან საშიში პროცესია, რასაც უნდა „მიხედონ“.

„ფარული ჩანაწერი არ მჭირდებოდა იმისთვის, რომ ზუსტად მცოდნოდა ინფორმაცია. თქვენ ხედავთ ჩემს დამოკიდებულებას ნიკა მელიას მიმართ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ ფარული ჩანაწერი ჩემს გვერდზე არ დავდე, რადგან ფარული ჩანაწერების ფრიალი არ არის წესი და რიგი, თუმცა არც ის არის წესი და რიგი, რაც ბაჩო დოლიძისგან მოვისმინე. არცერთი მხარის დამოკიდებულება არ მომწონს. ერთმა თქვა, რომ ეს მერაბიშვილის ხელწერაა. ასე შეიძლება, მეორე მხარემაც თქვას, რომ ეს ფარული ჩანაწერი ავთენტურია და ამის ლეგიტიმური ეჭვი იქნებოდა, რადგან ლაივში მოგვისმენია ნიკა მელიასგან ძალიან უდიერი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ.

ამგვარი საუბარი თავად მაქვს მოსმენილი ნიკა მელიასგან, მაგრამ ვიმეორებ, არცერთი ჩანაწერი არ მხიბლავს. ეს ლამაზი და პროცესისთვის კარგი არ არის, თუმცა მინახავს თავად ნიკა მელია, რომელსაც დაუჯერებია ხოლმე რაღაც ჩანაწერებისთვის. არ მომწონს ჩანაწერების გავრცელება, ვერ ვიტან ანონიმ ტიპებს, ვერ ვიტან ჩამწერებს და გამავრცელებლებს, მაგრამ მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი. ჩემთან არ ვაძლევ ხოლმე უცენზურო სიტყვებით საუბრის უფლებას.

საკმარისზე მეტი აქვს ნიკა მელიას გაკეთებული, ჩანაწერი არ გვჭირდებოდეს იმისთვის, რომ აღარ იყოს მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მაგალითად, აქციების დაშლა, მესიჯბოქსების გაგზავნა. აქციას როდესაც ვაკეთებდით ერთი წლის წინ, ამბობდა, რომ ეს სააკაშვილს არ სჭირდება და მისი სტრატეგიისთვის კარგი არ არის. ჩემთვის ეს უარესი მოქმედებაა, ვიდრე უზნეო ჩანაწერი, სადაც ასე მეტყველებს. ეს მისი მეტყველების სტილია. ნებისმიერი ოპონენტი დამეთანხმება, რომ ნიკა საერთოდ ასე ემეტყველება ოპონენტებს, სადაც გასდის. არ მომწონს ერთმანეთს მხარეები როგორც ექცევიან. არა ნაკლებ ცუდად მოიქცა ბაჩო, როდესაც თქვა, რომ ეს არის ამის და ამის ხელწერა. ზუსტად იგივე გააკეთა, რაც ჩამწერმა. ძალიან საშიში პროცესია და უნდა მიხედონ. დასავლური ვექტორის მსხვილი პარტია იძირება და ჩვენ ძალიან ვღელავთ, რომ მას უსუსური თავმჯდომარე ჰყავს. ამ ბიჭის ხელში, მელიას ხელში დაიძირა პარტია, რეიტინგი დაცემულია, მიმდინარეობს უმოქმედობა, ლანძღვა. მათ ვურჩევ, დროზე გამოცვალონ ძალიან სუსტი თავმჯდომარე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close