Sliderსაზოგადოება

სად მივყავართ ენმ ის ლიდერების ლიანდაგს! ხელთ მაქვს სერიოზული მაკომპრომიტირებელი დოკუმენტები “ნაცმოძრაობის” საქმიანობის შესახებ” – სოსო თოფურიძე

დოკუმენტების სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პოლიტიკური ველი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" რადიკალურად შეიცვლება!

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ  სერიოზული მაკომპრომიტირებელი დოკუმენტები აქვს.

“სად მივყავართ ენმ ის ლიდერების ლიანდაგს

მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების, ანა წითლიძის და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები.

ანა წითლიძე:

“თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს რომელიც რეალურად არსებობს მის წინააღმდეგ, არ ვგულისხმობ მხოლოდ პროკურატურას, ვგულისხმობ იმ კითხვებსაც, რომელიც აქვს საზოგადოებას!”

ლევან ბეჟაშვილი:

“სოსო თოფურიძე ათი წლის განმავლობაში , არც , საქართველოთი დაინტერესებულა არც, პოლიტიკით დაინტერესებულა არც, “ნაციონალური მოძრაობით ” დაინტერესებულა. თავის დროზე მისი საქმიანობით საკმაოდ ბევრი ზიანი მიადგა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენ , დღევანდელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” დეპუტატები, ლიდერები ვიმკით იმ საქმიანობის შედეგებს.”

განუმარტეთ საზოგადოებას, რომელ სამინისტროში, რომელ მინისტრთან, ჩემმა საქმიანობამ მიაყენა საკმაოდ დიდი ზიანი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”?!

საზოგადოებას შევახსენებ, რომ “თავის დროზე ,” როგორც მოიხსენიებს ბატონი ლევანი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, თვითონ გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი. კონტროლის პალატის თავმჯდომარე …

გამორიცხულია, ჩემი საქმიანობის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონოდა და თუ “არ ჰქონდა” , დედამიწაზე არ მეგულება ისეთი წესიერი ადამიანები, როგორიც, ჩემი მინისტრები იყვნენ. ბატონ ლევანს, რომ ეკითხა მათთვის ჩემი საქმიანობის შესახებ, გაერკვეოდა რეალობაში და უპასუხისმგებლო, საეჭვო, ცრუ განცხადებას საქვეყნოდ არ გააკეთებდა!

დღეს, როდესაც საქართველოს საპყრობილეში დატყვევებულია პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში სასჯელს იხდიან პოლიტპატიმრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათი წელი იძულებით გადახვეწილი ვიმყოფებით დევნილობაში !

ამ დროს: მე, იოსებ თოფურიძეს, პოლიტდევნილს, პოლიტიკური ნიშნით დაუსწრებლად გასამართლებულს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლს 1996 წლიდან, მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” ლიდერები, დეპუტატები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მთელი მსოფლიოს გასაგონად, მომიწოდებენ: საქართველოში დაბრუნებას და პროკურატურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემას, ქექავენ ჩემს წარსულ საქმიანობას, მაბრალებენ არ ჩადენილ დანაშაულს!!! რას ემსახურება თქვენი, ოპოზიციური პარტიის ლიდერების, დეპუტატების, აშკარად, რუსული პროპაგანდა, კრემლის საამებელი, უპასუხისმგებლო განცხადებები?!

დეპუტატის განცხადებას არა მარტო საზოგადოება აკვირდება გამადიდებელი შუშით, არამედ, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, თქვენი განცხადებები მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მთელ მსოფლიოში ვრცელდება!

ნუ გავიწყდებათ, რომ მტერი ყველას ერთი გვყავს და გონიერება გამოიჩინეთ როცა, საქვეყნოდ, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებთ!

მე, ჩემი საქმიანობის გამო, საქართველოში კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რუსული სპეცსამსახურები დამდევენ, ჩემს წინააღმდეგ სპეციალური ჯგუფებია შექმნილი და დღეს მე თუ ცოცხალი ვარ და არ ვარ ექსტრადირებული რუსეთში, ევროპული ქვეყნის დაცვის შედეგია!

ქალბატონო ანა,

თქვენ, როდესაც საქვეყნოდ მადანაშაულებთ, უკმაყოფილო ბრძანდებით ჩემი საქმიანობით, საზოგადოებას გააცანით, პირადად თქვენი (არა, მიშა სააკაშვილთან ერთად ) გაკეთებული სამი საქმე და თქვენს მერე, მე, გავაცნობ საზოგადოებას 100, 200 … კონკრეტულ, ჩემს საქმიანობას და ხალხმა განსაზღვროს, ქვეყნის აღმშენებლობაში, ვის მეტი საქმე უკეთებია, მე თუ თქვენ !

თანამდებობებზე ყოფნის დროს, მე, კანონი, ადამიანის უფლებები არ დამირღვევია, პატიოსნად ვემსახურებოდი ჩემს ხალხს და ქვეყანას, ზოგიერთებისგან განსხვავებით, თანამდებობა ბოროტად არ გამომიყენებია პირადი გამდიდრების და ქონების დაგროვების მიზნით!

მე, თქვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ვერც სიტყვა-პასუხით მაჯობებთ და ვერც თქვენი “პოლიტიკით”.

ვინმე თუ ფიქრობთ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს ვდგავ, ძალიან ცდებით!

ჩემი მიზანია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება.

პოლიტპატიმრების თავისუფლება!

საქართველოს ყავდეს ძლიერი ოპოზიცია, რომ ხალხმა არჩევნებზე კონკურენტუნარიან პარტიებს შორის აირჩიოს საუკეთესო!

ჩემი მიზანი არ არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლა!

დღეს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი გაუგებრობაა, პარტიას ნიჭიერი ახალგაზრები ტოვებენ! კითხვები, კითხვები, კითხვები მატულობს პარტიის ლიდერების მიმართ! მე ხელთ მაქვს, ისეთი სერიოზული მაკომპრომიტირებელი დოკუმენტები(!!!) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შესახებ, რომ სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პოლიტიკური ველი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” რადიკალურად შეიცვლება!

P.S. “გზა, საქართველოს განვითარებისთვის არის რეფორმები, რეფორმები და რეფორმები, ყოველგვარი უკან დახევის გარეშე! ”

მიხეილ სააკაშვილი.

გრანდიოზული რეფორმების გატარება, პოლიციის რეფორმა, სამხედრო რეფორმა, რადიკალური ეკონომიკური რეფორმა,

კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, მაფიის დამარცხება,

ახალი, ძლიერი, სამართლებრივი ქვეყნის შენება,

მტკიცედ, საქართველოს უსაფრთხოების დაცვა!

ეს გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი გუნდის, პირადად, ჩემი ძირითადი საქმიანობა!

ჩემი საქმიანობით, დღეს თუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, დეპუტატები იმკით იმ საქმიანობის შედეგებს, საზოგადოებას კითხვები ჩემთან კი არა, თქვენთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ექნებათ.

თქვენი საქმიანობის შედეგს ხომ არ იმკის საპყრობილეში გამომწყვდეული პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ათი წელი თქვენზე იმედდაკარგული ქართველი ხალხი?!

რა ხდება, სად მივყავართ ენმ-ის ლიდერების ლიანდაგს! ველოდები თქვენს პასუხს. პატივისცემით, პოლიტდევნილი, პოლიციის და სამხედრო პოლკოვნიკი,” – წერს სოსო თოფურიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close