საზოგადოება

„სადაც ვხედავ, რომ საზტრასპორტით უფრო მალე მივალ, მანქანას არ ვიყენებ.. გაახილეთ თვალები და თქვენც აღმოაჩენთ“

„ქოცები ერთადერთ სწორ რეფორმას სატრანსპორტი რეფორმას ატარებენ და იმასაც ნუ ებრძვით სულელური არგუმენტებით“ – ჟურნლისტი მერაბ მეტრეველი სატრანსპორტო რეფორმით უკმაყოფილო ადამიანებს მიმართავს:

„ესე იგი, დახაზა მერიამ მორიგ ქუჩაზე ბასლაინები და ატყდა კვლავ ვაი-უშველებელი, რას გვიშვება ეს მთავრობა, ქართველობას გვართმევსო, (აბა, როგორ შეიძლება თავმოყვარე ქართველი ავტობუსში ჩაჯდეს, ან მეტროში ჩავიდეს!)
თან მანტრასავით იმეორებენ ერთი და იგივე სისულელეს: მეც სიამოვნებით ვივლიდი საზ. ტრანსპორტით გამართული რომ იყოსო!
შე კაი ადამიანო, საზტრასპორტის გამართულად მუშაობისთვის იხაზება ეს ბასლაინები, აბა, ტანკები კი არ ივლიან მანდ?! ბასლაინები თუ არ დახაზე და ასე თუ არ უზრუნველყავი ავტობუსის სწრაფი გადაადგლება, როგორ უნდა იმუშაოს გამართულად ტრანსპორტმა? რად მინდა ახალი ავტობუსი, თუ ის საცობში გაიჭედება?
ზოგიერთი ისევ ძველ და ბინძურ ავტობუსებზე მოთქვამს, არადადა რაღა დროს ძველ ავტობუსებზე წუწუნია, ქალაქში ძირითად მარშუტებზე ფაქტობრივად აღარ დადის ყვითელი ავტობუსი. (ამათმა ეტყობა ჯერ პლასტინკა ვერ გამოცვალეს)
ვინც პლასტინკა გამოცვალა, ის გეუბნება: მოცდის დროა დიდი და პიკის სათებში ავტობუსი გადაჭედილია, ესე იგი რაოდენობა არ ყოფნისო, ჯერ დაამატონ ავტობუსები და მერე დახაზონ ბასლაინებიო. არადა, ცოტა ტვინის განძრევაა საჭირო, რომ მიხვდე: ავტობუსი უმთავრესად იმიტომ კი არ აგვიანებს, რომ ცოტაა, არამედ იმიტომ, რომ საოცბში ხვდება ჯერ კიდევ. ავტობუსების მალე მოსვლას სწორედ ბასლაინი უზრუნველყოფს და არა მათი რაოდენობის გაორმაგება. როცა ბასლიანები ყველგან დაიხაზება, ავტობუსი წრეს ორჯერ სწრაფად დაარტყამს და შესაბამსიად მოცდის დროც ორჯერ შემცირდება. ახლა რომც გააორმაგო რა აზრია ქვს? (მაგალითად, რომელიმე ხაზზე გყავს 10 ავტობუსი და მოცდის დრო არის დღეს 10 წუთი. დაამტე კდიევ 10 ავტობუსი და ინტერვალი დაადგინე ხუთი წუთი. გავიდა პირველი ავტობუსი და იქვე გაიჭედა საცობში, ხუთ წუთში გაუშვი მეორე და მიადგა უკან. ეს შეამცირებს მოცდის დროს?)
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქოცები ერთადერთ სწორ რეფორმას სატრანსპორტი რეფორმას ატარებენ და იმასაც ნუ ებრძვით სულელური არგუმენტებით. ასე საცობები ემატებაო. საცობები ამ ქალაქს ბასლაინებამდეც ემატებოდა და ეს სწორედ იმიტომ, რომ ყოველ წელს თბილისში მანქანების რაოდენეობა 5-7 პროცენტით იზრდება. ეს ქალაქი როგორ გგონიათ, გაიწელება? სხვა რა უკეთესი გამოსავალი იცით?
საცობები ამ ქალქში მანამდე იქნება, ვიდრე პირადად შენ საზტრასპორტზე გადაჯდომას არ იკადრებ, ოღონდ საზტრანსპორტზე გადაჯდომა იმას არ გულისხმობს, რომ მანქნით არასდროს უნდა გამოხვიდე. ეს გულისმხობს, რომ მინიმუმ გაანახევრო მაინც მანქანის გამოყენება. წარმოიდგნეთ, ყველამ რომ გაანახევროს მანქანით გამოსვლა, როგორ ამოისუნთქავს ქალაქი? მე მაგალითად, ასე ვიქცევი, მანქანაზე უარი საერთოდ კი არ მითქვამს? უბრალოდ, სადაც ვხედავ, რომ საზტრასპორტით უფრო მალე მივალ, მანქანას არ ვიყენებ (ახლა ცოტა პანდემიამ დაარღვია ჩემი ეს წესი). გაახილეთ თვალები და თქვენც აღმოაჩენთ ბევრ ასეთ მარშუტს, და კომფორტულ ახალ ავტობუსებს, რომელბიც საცობში არ ხვდებიან.
ამ რეფორმის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ძალიან ნელა მიმდინარეობს, ყველგან არაა დახაზული ჯერ ბასლაინები და ჯერ კიდევ უწევთ ავტობუსებს საცობებში დგომა“ – წერს მერაბ მეტრეველი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close