პოლიტიკა

საბჭო იქნება, გადარჩენის კომიტეტი  თუ გაფურჩქვნის, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ფანჩატური… – გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის გაერთიანების შესახებ

გუბაზ სანიკიძემ ტვ „პირველის“ ეთერში ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე არსებობს თუ არა ოპოზიციის გაერთიანების რესურსი? სანიკიძე ამბობს, რომ არსებობს.

„როგორ არ არსებობს? 2019 წლიდან ამას ვამბობ… რას დავარქმევთ არ აქვს მნიშვნელობა, საბჭო იქნება, გადარჩენის კომიტეტი  თუ გაფურჩქვნის, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ფანჩატური… გენიალური ამბავი იყო შალვას ფანჩატური. შალვა ნათელაშვილი არის ძალიან გავლენიანი. შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკოსია ამ ქვეყანაში. მისი ჩართვაც ამ პროცესში მნიშვნელოვანია“, – აცხადებს სანიკიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close