პოლიტიკა

საარჩევნო პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე იღებს სამარცხვინო სახეს – ნიკა მელია

ნიკა მელიას განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები, „გაურკვეველ კამპანიებს აწარმოებენ“, რაც მისივე სიტყვებით სამარცხვინო სახეს იღებს. შესაბამის განცხადება პარტიის მოქმედმა „თავმჯდომარემ“ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა. საარჩევნო პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე სცდება ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს მელია.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close