პოლიტიკა

“სააკაშვილმა უნდობლობა გამოუცხადა მის მიერ აწყობილ სასამართლო სისტემას” – იაგო ხვიჩია

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემასა და პროკურატურას არ ცნობს, რადგან მიკერძოებულია და ა.შ. ჩემი აზრით, საყურადღებო განცხადება იყო იქიდან გამომდინარე, რომ თავის მიერ აწყობილ სასამართლო სისტემაზე საუბრობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება მომავალი და მოქმედი ხელისუფლებისთვის მაგალითი უნდა იყოს.

„მგონია, რომ ეს მოქმედი და მომავალი ხელისუფლებისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს, რომ იგივეს თქმა მათაც არ მოუწიოთ, როცა მათ წარმომადგენელს სხვადასხვა დროს წარდგომა მოუწიოთ. ამიტომ, საფუძვლიან სასამართლო რეფორმაზე უნდა ვიფიქროთ, რომელზეც რატომღაც, მმართველები მაშინ ხდებიან, როცა განსასჯელის სკამზე თავად აღმოჩნდებიან და არა მაშინ, როცა დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა იგივე მდგომარეობაშია. ქაოსს და დაძაბულობას თუ ვინმე აპირებს, მას უფრო მეტი მოეთხოვება და არა მხოლოდ გზის გადაკეტვა და გაწევ-გამოწევა. მიხეილ სააკაშვილი რომც გაიტაცონ, სად უნდა წაიყვანონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close