პოლიტიკა

“სააკაშვილი ცდილობს პოლიტიკური მდინარის ზედაპირზე ტივტივებდეს” – თალაკვაძე

სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ცდილობენ, სააკაშვილი დარჩეს ამ პოლიტიკურ მდინარეში ზედაპირზე და მისი საკითხი მუდმივად ტივტივებდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ისინი ყოველდღე სხვადასხვა საკითხს იფიქრებენ და ყოველდღე სხვადასხვა პრეტენზიით გამოდიან, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს საკითხი როგორმე დატოვონ ზედაპირზე. თქვენ ხედავთ, რომ უკვე დიდი განხეთქილებაა გუნდში. დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას მთელი ოპოზიციის რესურსი დაახარჯვინა თავისი შიმშილობის საკითხში, იმისთვის, რომ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის მოთხოვნა როგორმე გაეტანა პოლიტიკურად. ანუ, თვითონ დაიწყო შიმშილობა და შიმშილობის შემდგომი მკურნალობის მოთხოვნის გამო ოპოზიციის მთელი რესურსი ამაში დახარჯა. მიხეილ სააკაშვილმა მთელი ოპოზიცია შეიყვანა იმ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close