პოლიტიკა

სააკაშვილი ყველა ნაცნობს, მეგობარს, ყველა ევროპელ ლიდერს, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საქმეში, ყველას ეხმიანება და თხოვს, რომ საქართველომ ეს შანსი არ დაკარგოს – ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ევროკავშირს- ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორებს სთხოვს, მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ეს პოლიტიკური გზავნილი ,,ვივა მედის” კლინიკიდან ეკა ხერხეულიძემ გამოიტანა.

მთავარ საკითხებზე, პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბრეთ, იმაზე, რასაც ყველა ველოდებით 24-ში. ყველა ნაცნობს, მეგობარს, ყველა ევროპელ ლიდერს, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საქმეში, ყველას ეხმიანება და თხოვს, რომ საქართველომ ეს შანსი არ დაკარგოს.

ქართველი ხალხის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კონკრეტული ხელისუფლების გადაწყვეტილება და ყველას მოუწოდებს, ანგარიში გაუწიონ ჩვენს ქვეყანას – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close