საზოგადოება

“სააკაშვილი კარგ ხასიათზე იყო, დღეს უკეთესად დადიოდა, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას” – ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი კარგ ხასიათზე იყო, დღეს უკეთესად დადიოდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება. დროს ვერ გეტყვით, არ ვიცი. უფრო დღის პირველ ნახევარში. დღეს და ხვალ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას. წნევის ცვალებადობა კარგი არ არის, მაგრამ საშიში ნამდვილად არაა ამ მდგომარეობაშიც კი. დღეს უკეთესად დადიოდა. კონსილიუმმა უნდა გადაწყვიტოს, ჰოსპიტალიზაციის საკითხი“, – განმარტა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კითხვაზე, დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პოზიცია არ შეუცვლია. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს.

„პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ ესმის, რომ თუ ძალიან ავად გახდა… ანალიზები ყველა აღებულია. ყველა მზად არის. ახლა კომისიის თითოეული წევრი ეცნობა ამ ანალიზებს ვიზიტის წინ და შემდეგ გადაწყვეტს კომისია. მეც ვარ ამ კომისიაში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close