პოლიტიკა

“სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული, პირსისხლიანი და სამარცხვინო” – კალაძე

სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

„ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ამ ქვეყნის განვითარების, სურვილი გვაქვს ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების არსებობის, მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული, პირსისხლიანი და სამარცხვინო, შეიძლება ამ სიტყვებით შევაფასოთ. ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს ამ ქვეყანაში, რაც უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს ან პოლიტიკოსი, ვერ უნდა გაბედოს ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. არასდროს უნდა დაბრუნდნენ ასეთი ადამიანები პოლიტიკაში და ქვეყნის მმართველობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close