საზოგადოება

„სააკაშვილის ხელისუფლების დროს თვითმფრინავი გადმაფორმებინეს, 2 მილიონის მანქანები მაყიდინეს“ – თამაზ გაიაშვილი

დაახლოებით 10 მილიონის ზარალი მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ეს არის წართმეული, გამოძალული ფული. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ დაიწყეს იმით, რომ ყველა დიდ ბიზნეს სტრუქტურაში ჩასვეს ოდეერები. ეს ოდეერები მოდიოდნენ და მათ სურვილებს აჟღერებდნენ. არ გააკეთებდი და ციხეში ჩაგსვამდნენ.

ამის შესახებ Georgia Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა თამაზ გაიაშვილმა გადაცემა „იმედი live“-ში ისაუბრა.

2008 წელს, ომის წინა პერიოდში ჩვენი თვითმფრინავი გაფრინდა თელავივში. თელავივში მოიტანეს ტვირთი . ეკიპაჟს დაავალეს, რომ ეს ტვირთი აუცილებლად უნდა წამოეღოთ. საბარგულში დაშლილი არ შეატანინეს და ტვირთი დარჩა. მოვიდნენ ოფისში სა 70 თანამშრომელი წაიყვანეს სუსში. დღის 12 საათზე და ღამის 2 საათამდე აწვალებდნენ სუსში. ჩემი თანამშრომელი, რობერტ ოგანესიანი ორი კვირა ციხეში იჯდა, არაფრის გამო. ფულის გამოძალვას ემსახურებოდა მთელი სისტემა, თვითმფრინავი გადმაფორმებინეს, 2 მილიონის მანქანები მაყიდინეს“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

10 მილიონის ზარალი მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლების დროს – ფულის გამოძალვას ემსახურებოდა მთელი სისტემა, თვითმფრინავი გადმაფორმებინეს, 2 მილიონის მანქანები მაყიდინეს.

აიპრესი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close