პოლიტიკა

სააკაშვილის შეწყალება ქართულ საზოგადოებაში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს – სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-სთან ინტერვიუში

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასჯელი მიუსაჯეს და ის შინაპატიმრობაში იმყოფება. არის მრავალი სხვა მაგალითი, ბერლუსკონის ჩათვლით. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის პატიმრობა დემოკრატიის რაიმე ფორმის საზომია. არ მგონია, რომ თუ გავითვალისწინებთ ძალიან სერიოზულ საკითხებს საქართველოში და მის ირგვლივ დღეს და [რეგიონში], არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ძალიან სერიოზული საკითხია.

არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში.

კითხვაზე – ეს განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საკითხი დემოკრატიის ჯანმრთელობისთვის. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურების დევნა ხშირად შემაშფოთებელ ნიშნად აღიქმება – საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა:

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასჯელი მიუსაჯეს და ის შინაპატიმრობაში იმყოფება. არის მრავალი სხვა მაგალითი, ბერლუსკონის ჩათვლით. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის რაიმე ფორმის საზომია. არ მგონია, რომ თუ გავითვალისწინებთ ძალიან სერიოზულ საკითხებს საქართველოში და მის ირგვლივ დღეს და [რეგიონში], არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ძალიან სერიოზული საკითხია.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეწყალება ქართულ საზოგადოებაში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ერთ მხარეს მტკიცედ დგას, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, უმეტესობა, ნებისმიერი სახის შეწყალების წინააღმდეგია.

„მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. იმ დროს, ეს იყო შარშან, ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შეუწყობდა შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს. აქ ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რაც არის ის, რომ სააკაშვილის შეწყალება ქართულ საზოგადოებაში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ერთ მხარეს მტკიცედ დგას, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, უმეტესობა, ნებისმიერი სახის შეწყალების წინააღმდეგია“, – აღნიშნა მან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close