საზოგადოება

სააკაშვილისთვის არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ – სახალხო დამცველის წარმომადგენელი

27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საბა ბრაჭველმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

საბა ბრაჭველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას.

„შევხვდი როგორც მკურნალ ექიმ ნევროლოგს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. თავად ამბობს პაციენტი, რომ მას ჰქონდა სამი ჰიპერტენზიული კრიზი, ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის – ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ ამ დროისთვის დინამიკა არის დადებითი. დღეს, სამწუხაროდ, არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ ექვსი საათის შემდგომ შეუძლებელი იყო ფორმა 100-ის ნახვა. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ გუშინ სახალხო დამცველის კონსილიუმში მყოფი ნევროლოგი, რომელიც იყო ჩემთან ერთად, არ მეიცა საშუალება, შესულიყო და გასაუბრებოდა პაციენტს და გაცნობოდა დოკუმენტაციას.

მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი ამ მომენტისთვის არ არის დანიშნული. როგორც განგვიმარტეს, ამჟამად სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close