Sliderმსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის გარნიზონში განგაში გამოცხადდა – ბიბისი

„ბიბისის“ რუსული ბიუროს ინფორმაციით, სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის გარნიზონში განგაში გამოცხადდა.

გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-ვორონეჟი-დონის როსტოვის გზაზე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ეროვნული გვარდიის ჯარების სპეციალური სწრაფი რეაგირების დანაყოფებთან ერთად საგზაო ბლოკპოსტები მოაწყო. ტექნიკა მზადყოფნაშია და მორიგეებს ევალებათ ცეცხლის გახსნა „საფრთხის შემთხვევაში“. ასევე, მოსკოვის უსაფრთხოების ძალები მზადყოფნაში არიან, შესაძლოა, შსს-ს ობიექტების დასაცავად ამოქმედდეს გეგმა „ციხესიმაგრე“ . ცნობილია, რომ შენობებში შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტილია.

ცნობისთვის: PMC “ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა მას შემდეგ, რაც დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისი მებრძოლების უკანა ბაზებზე დარტყმაში, მოუწოდა რუსებს “შეუერთდნენ” მას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close