პოლიტიკა

როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე – მელია

როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეხება 3-4 ადამიანს და თუ ეს მას შეუძლია დღეს, ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში ყოფნისას.
კითხვაზე, თუ მოიგებს, ამ ადამიანებს გარიცხავს პარტიიდან? ნიკა მელია პასუხობს, რომ პარტიულ თანამდებობებს რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს.

„ვის აქვს უფლება, რომ ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ წამყვან პარტიულ თანამდებობებს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს ცხადზე უცხადესია იმიტომ, რომ იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული და არა სხვა გეგმებითა და ამოცანებით არიან გამსჭვალული, რაზეც მომავალში ვისაუბრებ.
პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ვფიქრობ, რომ პარტიაში სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვთ უნარი იყვნენ ძალიან ეფექტურები. როცა იდეური განსხვავება გაქვს შენ შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, ბუნებრივია შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close