საზოგადოება

“როდესაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სამხედრო სალამით დახვდა დაცვის ასეული” – აკია ბარბაქაძე

ძალიან დაბოღმილებიც არიან, ასეთი მდგომარეობა რომ არის მებრძოლი მთავარსარდლის მიმართ ჯარში

“ეს იყო ფაქტობრივად პოლიტიკური პროცესი. ვინაიდან ხელისუფლებას სამართლებრივ სპექტრში ვერღარ გადაჰყავს ეს პროცესი და ამიტომ ის რჩება პოლიტიკურ პროცესად. მათ არა აქვთ გამყარებული ბრალდება და რეალურად მესამე პრეზიდენტი არის ბრალდების გარეშე. ჭორების დონეზე აქვს პრეტენზიები წაყენებული, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტს ხელს ადებს”, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ ტვ მთავარის ეთერში.

“მეტსაც გეტყვით, მესამე პრეზიდენტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს შეიარაღებულ ძალებში დღესაც და ამის დამამტკიცებელია ის, რომ როდესაც ის გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო სალამით დახვდა იქ ასეული, ამის გახმაურება არ უნდა “ოცნებას”, მაგრამ ეს არის ფაქტი და სხვათა შორის, ძალიან დაბოღმილებიც არიან, რომ იქ ასეთი მდგომარეობა არის და მესამე პრეზიდენტის მიმართ, მებრძოლი მთავარსარდლის მიმართ ჯარში არის ასეთი დამოკიდებულება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მათ (ხელისუფლებას) აქვთ სურვილი წამოიყვანონ იქიდან. დაცვის სამსახურის უფროსი არ შეუშვეს ჰოსპიტალში მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეს, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა საშვი და იმათმა, უბრალოდ თავისი მოვალეობა შეასრულეს” – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close