პოლიტიკა

როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით – ღარიბაშვილი

თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა, ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვმუშაობთ ეკონომიკური აღორძინებისა და სოციალური სამართლიანობისთვის და ამ გზაზე არაერთი გლობალური გამოწვევის მიუხედავად მნიშვნელოვან პროგრესს, თვალსაჩინო შედეგს მივაღწიეთ.

თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა, ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვმუშაობთ ეკონომიკური აღორძინებისა და სოციალური სამართლიანობისთვის და ამ გზაზე არაერთი გლობალური გამოწვევის მიუხედავად მნიშვნელოვან პროგრესს, თვალსაჩინო შედეგს მივაღწიეთ, მანამდე გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ბოლომდე არ დავამარცხებთ სიღარიბეს და უმუშევრობას, სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება თითოეული მოქალაქის სიძლიერე და კეთილდღეობა. 

თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია, როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ფსევდო ფასეულობების პროპაგანდა მთელი კაცობრიობისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს და როდესაც ბოროტი ძალები ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული ფასეულობები, ოჯახური ფასეულობები, ცდილობენ ფაქტები აღქმებით ჩაანაცვლონ, რეალობად გაასაღონ სიცრუე, თავისუფლების განმტკიცებისთვის ჩვენ ერთადერთ იარაღად კვლავ რჩება სიმართლე”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close