Sliderსაზოგადოება

რა პრეტენზიები აქვს უკრაინის სახალხო დამცველს?

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა გლდანის N 18 პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, ტელეფონზეც ურეკავდა, თუმცა რატი ბრეგაძემ მას არ უპასუხა.

უარი გვითრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს, რომ გავიგოთ ზუსტი მიზეზი. მე მაინც მოვედი ადგილზე რათა შევხვდე ციხის ხელმძღვანელს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაშ იმყოფება ახლა მიხეილ სააკაშვილი. მე მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, მე მას ვწერდი, ვურეკავდი, თუმცა სამწუხაროდ, მან არ მიპასუხა. ჩნდება ეწვები, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ. 

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 200-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, ყველა შედის.

„გუშინ მასთან იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები, ასევე მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენ ასევე სხვა პირებსაც, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება განვუცხადეთ უარი. მე-18 დაწესებულება ეს არის სამკურნალო დაწესებულება და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისგან, რომ იქ შევიდნენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ აქვთ უფლება პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდნენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

“ამ მომენტისთვის მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითი შეფასებები გვაქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუარესდება, როგორ მოხერხდება მისი მკურნალობა და იქნება თუ არა შესაბამისი აღჭურვილობა ამაზეც არ გვაქვს ინფორმაცია.

მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება. ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ. იძულებულია, ტელევიზორი ბოლო ხმაზე ჩართოს, რადგან სხვა პატიმრების მხრიდან შეძახილები არ მოისმინოს, თავის მხრივ ესეც წამებაა”, -აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

სააკაშვილზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კონსილიუმი შეიქმნა მათი ინიციატივით მაშინ, როდესაც სააკაშვილი იმყოფებოდა ნომერ მე-12 დაწესებულებაში.

„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით. როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ნომერ მე-12 დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამკურნალო დაწესებულება. დღეს, როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close