პოლიტიკა

რა თქმა უნდა, მიშა დამნაშავეა, აქ ორი აზრი არ არსებობს, ეს სტრასბურგმაც დაადასტურა, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, ამის ბევრს შერცხვება – გახარია

მე ვიყავი ერთადერთი ოფიციალური პირი, არ მახსოვს მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი თუ ეკონომიკის, რომელმაც პროტესტი გამოვთქვი, როდესაც მიშა სააკაშვილი კიევში, რომელიღაც რესტორანში იქაურმა ომონმა თმებით ათრია. ერთადერთი ვიყავი, როცა მთელი ოცნება ზეიმობდა, რომელმაც ვთქვი რომ „რაც არ უნდა იყოს ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და სადღაც, უცხო ქვეყანაში ძალოვნები რომ თმებით ათრევენ, ეს ჩემთვის არის მიუღებელი“.

სააკაშვილი, რა თქმა უნდა დამნაშავეა, სააკაშვილის ჯანმრთელობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს მთავრობა. ის რაც მოხდა ევროპარლამენტში არის საქართველოს მთავრობის სრული კრახი და ფიასკო. მიშა სააკაშვილის საკითხი არის აბსოლუტურად ჰუმანიტარულ განზომილებაში, მისი პერსონალური ტრაგედია, სამწუხაროდ არის იმაში, რომ მისი კოლეგებიც პოლიტიკურ განზომილებაში იყენებენ მიშას საკითხს.

არავინ აღარ დარჩა, ევროპარლამენტარების გარდა, რომლებიც ჰუმანიტარული განზომილებით უდგებოდნენ მიშას. არც მთავრობა, რომელიც ცდილობს პოლიტიკური ქულები დაიწეროს, იმ სამარცხვინო კადრებზე, რომელბსაც აჩვენებენ და არც მისი თანამებრძოლები, რომლებსაც, თუ მართლა სააკაშვილის სიცოცხლე ადარდებთ, შეუძლიათ სტრასბურგს მიმართონ და დროებითი ღონისძიებები მოითხოვონ, უბრალოდ, პოლიტიკური  განზომილებაა და ეშინიათ. ყველა მისი ადამიანური ტრაგედია არის იმაში, რომ ის არის მარტო და ყველა ცდილობს მისი საკითხის პოლიტიკურ განზომილებაში გადაყვანას და ქულების დაწერას. ეს ყველაფერი არის უაღრესად მძიმე საყურებელი,

მე ვიყავი ერთადერთი ოფიციალური პირი, არ მახსოვს მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი თუ ეკონომიკის, რომელმაც პროტესტი გამოვთქვი, როდესაც მიშა სააკაშვილი კიევში, რომელიღაც რესტორანში იქაურმა ომონმა თმებით ათრია. ერთადერთი ვიყავი, როცა მთელი ოცნება ზეიმობდა, რომელმაც ვთქვი რომ „რაც არ უნდა იყოს ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და სადღაც, უცხო ქვეყანაში ძალოვნები რომ თმებით ათრევენ, ეს ჩემთვის არის მიუღებელი“. რა თქმა უნდა, მიშა დამნაშავეა, აქ ორი აზრი არ არსებობს, ეს სტრასბურგმაც დაადასტურა, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, ამის ბევრს შერცხვება. სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ასი პროცენტით უნდა იყოს უზრუნველჰყოფილი ისე, რო არავის მისი ოჯახის წევრებიდან, მისი უცხოელი და ქართველი მეგობრებიდან არავის კითხვა არ გაუჩნდეს. განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close