საზოგადოება

რას ფიქრობ ამ ამბავზე? – ზურა ჯაფარიძე ამერიკის მე-16 პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნს “ესაუბრა”

ქვეყანაში გვყავს მონები, რას ფიქრობ ამ ამბავზე – ასე მიმართა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფრიძემ ამერიკის მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის ქანდაკებას ვაშინგტონში.

ჯაფარიძემ მისი პარტიის წევრის,  ცოტნე კობერიძის საქმის მაგალითზე, მონობასთან მებრძოლი პრეზიდენტის ქანდაკებასთან, საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:

“მონები, რომლებმაც წააგეს სასამართლოში, ახლა ისევ უჩივიან ზედა ინსტანციაში, რომ როგორმე დასაჯონ [ცოტნე კობერიძეს]. ასეთი სიტუაცია გვაქვს მოკლედ რა, ქვეყანაში გვყავს ბევრი მონა და ამ მონებს ვეჭიდავებით და შენც ხომ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მაგ ამბავს შეალიე და “მამენტ” მაგის გამოც მოგკლეს და რას ფიქრობ ამ ამბავზე?! ცოტნეზე”,- ამბობს ჯაფარიძე.

შსს “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრსა და თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ცოტნე კობერიძეს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება 3 აპრილს, ბათუმის ბულვარის ინციდენტს, როდესაც კობერიძემ ღარიბაშვილს “ბიძინას მონა” უწოდა და დააკავეს, სასამართლომ კი ის უდანაშაულოდ ცნო. სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს შსს ახლა სააპელაციოში.

ტვ მთავარი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close