Sliderპოლიტიკა

„რასაც ეს ადამიანები გვაბრალებენ, დანაშაულია“ – პარტიამ „საქართველოსთვის“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურას განცხადებით მიმართა. ისინი ითხოვენ, გამოძიება დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც ის ყოფილ პრემიე-მინისტრს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში ადანაშაულებს.

პროკურატურაში განცხადება „საქართველოსთვის“ წევრებმა, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრალდებებზე, გამოიკითხოს ირაკლი კობახიძე, ჩატარდეს დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დააყენონ ცრუ დასმენაზე კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

„ჩვენ დღეს მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ ჩაატაროს ობიექტური, გამჭირვალე, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. გამოიძიოს ის უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებები, რასაც ვისმენთ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ასე შემდეგ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი სრულყოფილი, ობიქტური და გამჭირვალე გამოძიებით. როდესაც დადგინდება, რომ ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, რადგან რასაც ეს ადამიანები გვაბრალებენ, დანაშაულია, ამას სჭირდება გამოძიება და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ის პირი, ვინც უბრალოდ ცრუ დასმენას ახორციელებს ჩვენი პარტიის ლიდერის მიმართ“, – განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის: “ვის უნდა უჩივ­ლოს? მე უნდა მი­ჩივ­ლოს? არას­წორ კი­თხვას სვამთ. არ არის სა­ინ­ტე­რე­სო”, – ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, მივა თუ არა
გა­მო­კი­თხვა­ზე, თუკი ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის გამო გი­ორ­გი გა­ხა­რია მას და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხვა ლი­დე­რებს უჩივ­ლებს. მი­სი­ვე თქმით, “ვი­საც სდე­ბენ ბრალს, მან უნდა ამ­ტკი­ცოს, არის თუ არა ნარ­კო­მა­ნი“. “ვფიქ­რობ, რომ ვი­საც სდე­ბენ ბრალს, მან უნდა ამ­ტკი­ცოს, არის თუ არა ნარ­კო­მა­ნი. არ არის სა­ინ­ტე­რე­სო და ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას არ აინ­ტე­რე­სებს ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა“ , – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პ.ს. აქვე აღვნიშნავთ, კანონის თანახმად, ბრალმდებელმა (ან ამა თუ იმ ინფორმაციის გამავრცელებელმა) უნდა დაამტკიცოს ნათქვამის სისწორე და არა – პირიქით. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close