საზოგადოება

„რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა ამ უბადრუკმა არსებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს“

ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც მილიარდები აქვს და 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?! –  “ერთიანი საქართველოს ლიდერის“, ნინო ბურჯანაძის განცხადებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

„რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა ამ უბადრუკმა არსებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს“ – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნინო ბურჯანაძეს.

„ნინო ბურჯანაძე – ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?
ეს უპროცენტო არარაობა თავის დროზე აწ გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ შექმნა და გაქაჩა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაბადებიდანვე ამ გოიმკამ ვეღარ ივარგა. რას ივარგებდა, როცა ამბიციური, უნიჭო პოლიტიკოსია, რომელმაც არც თვითპიარი იცის და საერთოდ ვერ ერკვევა მიმდინარე ამბებში?!
არც ჭორვილაში, არც ქუთაისში და არც ყვარელში ცხოვრებაა “ფსიქიკიდან გადახვევა”! რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა ამ უბადრუკმა არსებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს.
მაგიტომაცაა უპროცენტო, მხოლოდ გოიმ ნაცარხებზე მოთხოვნადი სუბიექტი. დიდი ხნის წინათ ჩარეცხილი ქაჯი პოლიტიკანკა!“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close