საზოგადოება

ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის, ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემია წესდება

სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის, აფხაზეთის ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემია წესდება.

ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრი ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის.

სიახლე ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა წივწივაძემ და დახვრეტილი ჟურნალისტის დამ, ინა ბერულავამ გააჟღერეს.

„ალექსანდრე ბერულავას სახელობის პრემია ოთხ კატეგორიაში გაიცემა. სპეციალური კომისია რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ჟურნალისტებით და მედია მენეჯერებით შეარჩევს აფხაზეთის თემაზე მომზადებულ საუკეთესო სიუჟეტსა და სტატიას, პრემია გაიცემა მშვიდობის თემაზე მომზადებული ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას. ასევე დაჯილდოვდება აფხაზეთიდან დევნილი ერთი ჟურნალისტი.

პრემიის მოსაპოვებლად ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი და გამოაგზავნონ მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoabkhazia@gmail.com. კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელი დეკემბრის პერიოდში. კონკურსის მიზანია ხელს შეუწყოს აფხაზეთის კონფლიქტის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესისადმი ინფორმირებულობის დონის გაზრდას საზოგადოებაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close