პოლიტიკა

ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება ალბათ ტექნიკური შეცდომა იყო – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ოკუპაციის საკითხზე ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას  ტექნიკურ შეცდომას უწოდებს.

„ალბათ ტექნიკური შეცდომა იყო მათი გაცხადებული პოზიცია და ამაზე რა უნდა ვთქვა? ჩვენი მეგობრები არიან და აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ალბათ ტექნიკური შეცდომა იყო, ამაზე რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა – „ლიეტუვაში ​ყველა პოლიტიკური ლიდერი სტრატეგიული მიზნებისთვის ყოველთვის ერთად ვდგავართ, ეს გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა, თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ?“

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close