Sliderეკონომიკა

პური არ გაძვირდება, არც პურ-პროდუქტები! – ლევან სილაგავა

ჩვენ ბევრი გამოვიარეთ. „პური არსობისა“ მატლნარევი ფქვილით მოზელილი, მოგვყიდეს. ისინი გამდიდრდნენ, თაობა კი დაავადდა - ყველა ვერ უძლებს! ჩვენ გავიზარდეთ პურის რიგში - დილის ხუთი საათიდან შუადღემდე ვიდექით და ველოდით! ჩვენ იმ პერიოდის სიტკბონარევი სიმწარე დღემდე გვახსოვს და როცა ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლებელია პურის ფასი გაიზარდოს, საზოგადოების რეაქციამაც არ დააყოვნა.

„პური ჩვენი არსობისა“, – ერთადერთი საკვები პროდუქტი, რომელიც მაცხოვარმა, უფალმა იესო ქრისტემ კაცობრიობისთვის დატოვებულ ერთადერთ ლოცვაში მოიხსენია.

დიახ, „პური არსობისა“ და ლუკმა, რომლის სიტკბოცა და სიმწარეც გასულ საუკუნეში ვიგემეთ.

დღეს ჩვენს სამეზობლოში, მსოფლიოში ხორბლის მწარმოებელ მთავარ ქვეყნებში ომია.

ბუნებრივია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, სადაც რუსეთიდან და უკრაინიდან შედიოდა ხორბალი, ღელავენ.

ჩვენ ბევრი გამოვიარეთ. „პური არსობისა“ მატლნარევი ფქვილით მოზელილი, მოგვყიდეს. ისინი გამდიდრდნენ, თაობა კი დაავადდა – ყველა ვერ უძლებს!

ჩვენ გავიზარდეთ პურის რიგში – დილის ხუთი საათიდან შუადღემდე ვიდექით და ველოდით! ჩვენ იმ პერიოდის სიტკბონარევი სიმწარე დღემდე გვახსოვს და როცა ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლებელია პურის ფასი გაიზარდოს, საზოგადოების რეაქციამაც არ დააყოვნა.

რამდენი თეთრით გაძვირდება პური? – ამ კითხვით მივმართეთ ლევან სილაგავას, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა ახლო მომავალში პურისა და პურ-პროდუქტების გაძვირება.

„პრობლემა იყო ის, რომ ქვეყანაში არ მუშაობდა წისქვილები და ხორბლის წარმოება, რაც ხელოვნურად წარმოიქმნა, როცა რუსეთმა შემოიღო მცურავი ბაჟი ხორბალზე. ჩვენი მოთხოვნა იყო, დაბრუნებულიყო კონკურნციის პირობები და ჩავაბარებდით ქართულ ხორბალს, მივიღებდით ახალ მოსავალს. 1 ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარის ფარგლებში იქნება. ეს ფასი სწორად ჯდება კალკულაციაში, რომ პური არ გაძვირდეს და ამასთან, შეძლონ წისქვილებმა გააგრძელონ მუშაობა. ეს ეხება ყველა პურს. პურის მწარმოებლებს და წისქვილკობმინატებს შორის მოხდა შეთანხმება, რომ პურის ფასი შენარჩუნებული იქნება“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

როგორც ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ჯერჯერობით ფასების ზრდა არ მოხდება არც საკონდიტრო ნაწარმზე, თუმცა, სამომავლოდ, ფასს მაინც შექმინლი ვითარება განსაზღვრავს.

„საკონდიტრო ნაწარმი არაა პირველადი მოთხოვნის პროდუქტი. ხაზგასმით აღვნიშნავ – ჯერჯერობით არც ამ პროდუქციაზეა მოსალოდნელი ფასის მატება, მაგრამ თუ ფასი მოიმატებს, ეს არ იქნება დრამატული. დამეთანხმებით, რომ ტორტი, ნამცხვარი, ავსტრიული და გერმანული პური პირველადი დანიშნულების ვერ იქნება. ისიც ცხადია, როგორი ვითარებაა დღეს მსოფლიოში, რაც ხორბლის ფასზე მოქმედებს. რა თქმა უნდა ეს შემაწუხებელია, მაგრამ მთავარია ის, რომ პირველადი მოთხოვნის პროდუქციაზე მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული ფასი. ნებისმიერი ქვეყანა და მათ შორის, საქართველო, აქცენტს სწორედ პირველადი მოთხოვნის პროდუქციაზე აკეთებს. ფასი მომიმატა შოკოლადმა, ყავამ, შემაწუხებელია, მაგრამ იმდენად არა, რომ ხმაური მოჰყვეს. ეს არაა მაკარონი, წიწიბურა, პური და ზოგადად, პირველადი მოთხოვნის პროდუქცია, რომელიც ყოველდღე უნდა მიიღოს ადამიანმა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი კომენტარი სხვაგვარად იქნა აღქმული, როგორც ჩანს მეტი სიზუსტე იყო საჭირო ჩემი მხრიდან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, მსოფლიო ბაზარზე ჯერ ცვლილება და რყევები არაა, მაგრამ თუ მსგავსს ადგილი ექნება, ამ შემთხვევაში ფასების ზრდა შესაძლებელია შეეხოს საკონდიტრო ნაწარმს და არა პურსა და პირველადი მოთხოვნის პროდუქტს. შეიძლება – ხაზგასმით ვამბობ ამ სიტყვას. ეს არის ვარაუდი, იმ შემთხვევაში თუ გარემო პირობები შეიცვლება. პურის ფასი დაზღვეულია, ამას სახელმწიფო აზღვევს. სახელმწიფო ამას არა სუბსიდირებით ან გადამხდელების ფულით აკეთებს, არამედ ფორმაში მოჰყავს საკანონმდებლო ბაზა, ისე რომ კონკურენტუნარიანი გარემო შექმნას, ანუ სწორი კონკურენცია იყოს ბაზარზე“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

ინფორმაციისთვის: საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება. ნორმა 10 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 5 თვე იქნება. ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია და მემარცვლე ფერმერები გადაწყვეტილების მიღებას ხელისუფლებისგან დიდი ხანია ითხოვდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close