საზოგადოება

პროფკავშირების თავმჯდომარედ მეხუთე ვადით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგით მე-14 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ თავმჯდომარედ ისევ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩია.

ეს პეტრიაშვილის მეხუთე ვადით არჩევა და თავმჯდომარეობის მეთექვსმეტე წელია. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, პროფკავშირი წელს დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესებისთვის ძირეულ რეფორმას გეგმავს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი პირველად 2005 წელს აირჩიეს. არჩევნები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შენობაში გაიმართა. პროფკაშირების ცნობით, ირაკლი პეტრიაშვილი ასევე გახლავთ პროფკავშრების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (ITUC PERC) პრეზიდენტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close