Sliderპოლიტიკა

პირადად ვიზრუნებ, რომ ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდეს, ამ საკითხს მეც დავაყენებ უცხოელი პარტნიორების წინაშე – მამუკა მამულაშვილი

„მერწმუნეთ, ასეთი საფუძველი საერთოდ არ არსებობს. როგორ გგონიათ, რამე რომ იყოს, სუს-ი ცარიელ განცხადებას დასჯერდებოდა და მტკიცებულებებს არ დადებდა? ერთი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი მაინც დაედოთ და ისე ელაპარაკათ. ისეთ რაღაცაში გადანაშაულებენ, რაც ჯერ არ მომხდარა?!

ლორთქიფანიძეს კარგად ვიცნობ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვხვდები, საკმაოდ დიდი ხანია, არ მინახავს, ჩვენ ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა არ გვაქვს, მე ფრონტის ხაზზე ვარ, სულ სხვა მიმართულებით, ის სხვაგან არის, იმ მეორე კაცს საერთოდ არ ვიცნობ, არც კი ვიცი, ვინ არის და ვერც ვხვდები, რატომ მიაბეს ჩემს გვარს. თან რუსულ გვარს ასახელებენ. მართლა არ ვიცი, ვინ არის ბატულინი. ერთი ერთში ჯდება რუსეთისა და “ქართული ოცნების“ სცენარები, ერთი ხელწერაა, შეკრიბეს რაღაც გვარები ერთად და მოიგონეს ზღაპარი. აქამდე რუსეთის ხელისუფლება მარტო ცდილობდა “ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციას, ახლა ამაში საქართველოს ხელისუფლებაც ეხმარება. მე ის მაშფოთებს, რუსეთს არ გადასცენ ჩვენი ლეგიონის ბიჭები, რომლებიც დროდადრო საქართველოში ჩამოდიან ოჯახების სანახავად… პირადად ვიზრუნებ, რომ ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდეს, ამ საკითხს მეც დავაყენებ უცხოელი პარტნიორების წინაშე“. აცხადებს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი „ambebi.ge”-სთან საუბარში.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close