Sliderსაზოგადოება

პასუხი ყველა კითხვაზე – რა შემთხვევაში მიიღებთ 200-ლარიან კომპენსაციას

საქართველოს სახალხო დამცველმა თავი მოუყარა მოქალაქეთა კითხვებს მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპენსაციების მიღების შესახებ. ომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებენ თვეში 200-ლარიან კომპენსაციას ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ შრომის ხელშეკრულება და სამსახური დაკარგეს.

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვთ იმ პირებს, რომლებზეც 2020 წლის 1-ელ კვარტალში ფიქსირდება ხელფასის გაცემა: საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი, ან ასეთი საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან.

ასეთ უწყებებს მიეკუთვნება მაგალითად:

– სამინისტროები
– მუნიციპალიტეტები
– სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული
საჯარო სამართლის იურიდიულ პირები – (მათ შორის საჯარო სკოლები,
თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები)
– და სხვა.

დადგენილი გამონაკლისების გარდა ყველა სხვა ტიპის საწარმოში დასაქმებული
ისარგებლებს კომპენსაციის მიღების უფლებით თუ დაკმაყოფილდება შესაბამისი
პირობები.

1. თუ მე ვიყავი დასაქმებული, რა შემთხვევაში მივიღებ კომპენსაციას და რა
ოდენობით?

თუ თქვენ მუშაობდით 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც
და იღებდით ხელფასს (რაზეც თქვენს დამსაქმებელს უნდა ქონდეს შემოსავლების
სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია) და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში
შეგიწყდათ ან შეგიჩერდათ შრომითი ურთიერთობა და აღარ იღებთ ხელფასს, გაქვთ
უფლება მიიღოთ კომპენსაცია თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის
ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.

2. თუ მარტის თვის ხელფასი აპრილში ავიღე, თუმცა რეალურად აპრილიდან აღარ
ვმუშაობ, მაქვს თუ არა უფლება ავიღო კომპენსაცია 200 ლარი აპრილის თვისთვის
?

ვინაიდან ხელფასი აიღეთ აპრილში და აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების
სამსახურს ეცნობა აპრილის თვეში, თქვენ კომპენსაციის მიღების უფლება გექნებათ
მხოლოდ მაისიდან.

3. როგორ უნდა მოვიქცე და რომელ უწყებას მივმართო რომ მომცენ თვეში 200 ლარიანი
კომპენსაცია
 ?
თქვენ არ უნდა მიმართოთ არც ერთ უწყებას, თქვენმა კომპანიამ, სადაც მუშაობდით და
საიდანაც გაგათავისუფლეს ან დროებით ხართ უხელფასო შვებულებაში – არაუგვიანეს
ყოველი თვის 15 რიცხვისა ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურში სპეციალური
ფორმით უნდა წარადგინოს იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020
წლის პირველ კვარტალში – იანვარი, თებერვალი, მარტი ერთხელ მაინც და აღარ
გაუცია ხელფასი წინა თვეში.

4. რას აკეთებს შემოსავლების სამსახური მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი წარუდგენს
ინფორმაციას
?

შემოსავლების სამსახური დაამუშავებს ამ მონაცემებს და შესაბამის პირთა სიას, ვისაც
უფლება აქვს მიიღოს 200 ლარი, წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს
კომპენსაციის გაცემის თვის 20 რიცხვისა.

5. როდის და სად ავიღებ 200 ლარს?
კომპენსაციას დასაქმების სააგენტო ჩაგირიცხავთ საბანკო ანგარიშზე, არაუგვიანეს იმ
თვის მომდევნო თვის 30 რიცხვისა, როცა ვერ მიიღეთ ხელფასი. მაგალითად, თუ პირმა
ვერ მიიღო მაისის ხელფასი, შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს 30 ივნისისა.

6. რა შემთხვევაში შეიძლება შემიწყდეს 200 ლარიანი კომპენსაცია დანიშვნიდან 6 თვის
გასვლამდე პერიოდში
?

კომპენსაცია შეგიწყდებათ თუ:
ა) თუ თქვენ კვლავ დაიწყებთ მუშაობას და 2020 წლის 1-ლი მაისის შემდგომ პერიოდში
საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება ამის შესახებ ინფორმაცია
ბ) განცხადებით მოითხოვთ კომპენსაციის შეწყვეტას
გ) თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და გახვალთ საქართველოს მოქალაქეობიდან ან
დაკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას
დ) თუ კომპენსაციის მიმღები პირი გარდაიცვალა.

7. ვიყავი დასაქმებული, 2020 წლის პირველ კვარტალში მერიცხებოდა ხელფასი,
თუმცა გამათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და
ვაკმაყოფილებ 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ
წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო როგორც ყოველთვიური 200
ლარიანი, ისე თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300 ლარიანი
კომპენსაცია
?

ორივე კომპენსაციას ერთდროულად ვერ მიიღებთ და ასეთ შემთხვევაში თქვენ
გექნებათ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close