Sliderსაზოგადოება

“ოჯახში ნინოც პირველობისთვის იბრძვის” – ღარიბაშვილი შვილების შესახებ

ოჯახში ნინოც პირველობისთვის იბრძვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

ღარიბაშვილმა მისი შვილები ნიკოლოზი, ანდრია, გაბრიელი და ნინო დაახასიათა და მათ მისწრაფებებზე ისაუბრა.

„სწავლობენ ძალიან კარგად. ანდრიაც ძალიან კარგად სწავლობს. ყოველთვის პირველობის ამბიცია აქვს, ისევე როგორც ნიკოს. რამდენიმე ენას სწავლობენ: ინგლისურს, ფრანგულს, რუსულს. ნიკოლოზმა ახლა ჩინურის სწავლა დაიწყო. ანდრიას რატომღაც ივრითი აინტერესებს. ახლა აპირებს, რომ ებრაულის შესწავლა დაიწყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მისი უმცროსი შვილებიც გაბრიელი და ნინოც ასევე ამბიციური არიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close