საზოგადოება

“ნიღაბი მუქი ფე­რით გა­რეთ უნდა გე­კე­თოთ, ის რეცხვას და მეორედ გამოყენებას არ ექვემდებარება” – ხათუნა ზახაშვილი

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პირ­ბა­დე­ებს შო­რის კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან დაც­ვის­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ორ ან სამ­შრი­ან სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დეა.

“ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” კი­თხვა­ზე, თუ რო­მე­ლი პირ­ბა­დე უფრო გვი­ცავს – სა­მე­დი­ცი­ნო თუ ნაჭ­რის, ზა­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნი შრის­გან შედ­გე­ბა პირ­ბა­დე და ამას­თან, ნიღ­ბის მოხ­მა­რე­ბას სხვა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც უნდა ახ­ლდეს თან.

“დღე­ის­თვის მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის ნიღ­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფრო ეფექ­ტუ­რია სამ­შრი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი, შემ­დე­გი ეფექ­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ორშრი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი უნა­რი გა­აჩ­ნია.

ნაჭ­რის მრა­ვალშრი­ან ნიღ­ბებ­საც, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნი შრის­გან შედ­გე­ბა, რაც მეტი შრის­გან შედ­გე­ბა, ალ­ბა­თო­ბა, რომ შე­ა­კა­ვებს ვირუსს, მე­ტია. გვახ­სოვ­დეს, რომ მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი ვერ იქ­ნე­ბა პრე­ვენ­ცი­ის გა­რან­ტი. თან უნდა ახ­ლდეს რამ­დე­ნი­მე სწო­რი ქმე­დე­ბა, ეს არის სწო­რად რის­კის შე­ფა­სე­ბა, სად იმ­ყო­ფე­ბით, ნი­ღა­ბის სწო­რად ტა­რე­ბა, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა და იმ გა­რე­მოს ვენ­ტი­ლა­ცია, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რო­გორ უნდა მო­ვიხ­მა­როთ პირ­ბა­დე სწო­რად, რომ მას ვირუ­სის­გან დაც­ვის ეფექ­ტი ჰქონ­დეს. მისი თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე ერთჯე­რა­დია და გა­რე­ცხვას და ხელ­მე­ო­რედ მოხ­მა­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა,

“დღე­საც ხში­რად ვამ­ჩნევ, რომ ნი­ღა­ბი ზოგს უკე­თია, მაგ­რამ ფორ­მა­ლუ­რად. ყო­ველ­გვარ ეფექტს მოკ­ლე­ბუ­ლია ნი­ღა­ბი, რო­მე­ლიც არას­წო­რა­დაა სა­ხე­ზე მორ­გე­ბუ­ლი, არ იცავს ცხვირს და პირს მთლი­ა­ნად.

ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი წესი აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა, რომ ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი უნდა ეკე­თოს უკუღ­მა – ანუ ღია ფერი გა­რეთ და მუქი ფერი შიგ­ნით. გახ­სოვ­დეთ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე, რო­მე­ლიც ორ­ფე­რი­ა­ნია, მუქი ფე­რით გა­რეთ უნდა გე­კე­თოთ, ეს არის წვე­თე­ბის ამ­რეკ­ლი შრე, ხოლო შიდა ფენა არის შემ­წო­ვი, რო­მე­ლიც თქვენ­გან გა­მო­ტყორ­ცილ წვე­თებს შე­ა­კა­ვებს. სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი არის ერთჯე­რა­დი და ის არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­რე­ცხვას, გა­უ­თო­ვე­ბას და მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბას. მისი მოხ­მა­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა იმ დრო­ით, სა­ნამ ეს ნი­ღა­ბი არ და­ი­ნეს­ტე­ბა. შე­იძ­ლე­ბა და­ნესტვა დად­გეს ძა­ლი­ან ჩქა­რა ან გა­ხან­გრძლივ­დეს მაქ­სი­მუმ ხუთ სა­ა­თამ­დე“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close