საზოგადოება

ნინოწმინდაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფ ქალს მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი დაეცა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

40 წლამდე ქალი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან უკვე ბინაზე გაეწერა. არსებული ინფორმაციით, მას მარჯვენა ზედა კიდურზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა დაუდასტურა. როგორც მოსოიანმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, მეხის ჩამოვარდნამ აღნიშნულ სოფელში ზარალი 10 ოჯახს მიაყენა.

მისი თქმით, დაზიანებულია ადგილობრივების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

უკვე ორი დღეა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უამინდობაა. დაისეტყვა რამდენიმე სოფელი, რის შედეგადაც მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close