საზოგადოება

ნეტა არ მენახა ის, რაც ავტობუსებში ხდებოდა! – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს ფეხით დავიარე ცენტრალური ქუჩები და ნეტა არ მენახა ის, რაც ავტობუსებში ხდებოდა! არავითარი დისტანცია, რამდენიმე პირმოშიშვლებულიც იყო.
თუ მომავალ კვირებში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი და სიკვდილიანობა გაიზარდა, და დიდი ალბათობით გაიზრდება, ყოველი ახალი გარდაცვლილი იმათ სინდისზე იქნება, ამ დღეებში ქვეყნის გახსნაზე რომ ღნავიან“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა 524 მგზავრმა სცადა, 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ერთ-ერთი შემთხვევის დროს პოლიციია გამოძახებაც კი გახდა საჭირო.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close