საზოგადოება

ნახევარ კილო შვრიაზე არ გავიყიდები და თქვენი ბრენდირებული მაღაზიის წინ თავს დავიწვავ – დავით ლიკლიკაძის ულტიმატუმი მაღაზიას

როგორც იქნა ავედი ნანატრ ათას ქულაზე და იცით რა მოვიგე? ნახევარი კილო შვრიის ფაფის ფანტელი – ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ერთ- ერთ მაღაზიათა ქსელთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„დამამცირეს!
თითქმის ერთი წელია ქულებს ვაგროვებ ერთ- ერთი მაღაზიის ბარათით. როგორც იქნა ავედი ნანატრ ათას ქულაზე და იცით რა მოვიგე? ნახევარი კილო შვრიის ფაფის ფანტელი.
ახლა გული მხოლოდ იმაზე მწყდება, ორი თვის უკან რომ დავესხი ახალგაზრდა მოლარე გოგონას, რომელსაც დაავიწყდა ჩემი ბარათის გატარება და ორი ქულა გამექვითა.
შვრიის ფანტელი ჯერ არ ამიღია. ამ დრომდე ველოდები კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებებს. ოპოზიცია შეიძლება გატეხოთ და პარლამენტში შეიყვანოთ, ჩემი გადმობირება კი გაგიჭირდებათ…. ნუ ნახევარ კილო შვრიაზე ნამდვილად არ გავიყიდები.”

ამავე თემაზე ჟურნალისტმა მორიგი სტატუსი დღეს გამოაქვეყნა:

“მაღალი, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მოლაპარაკებები ჩემსა და ერთ- ერთ მაღაზიათა ქსელს შორის ჩიხში შევიდა. პრაქტიკულად არანაირ დათმობაზე არ მოდიან. არადა ჩემი მოთხოვნები არის გონივრულად მოზომილი:

1. შვრიის ფანტელი ჩანაცვლდეს 400 გრამიანი მაიონეზით ან ზეთით.
2. დამამცირებელი მოპყრობის გამო დამემატოს 200 გრამიანი კარაქი.
3. ის შვრიის ფანტელი ერთ კილომდე მაინც შეგეთავებინათ.
4. და ბოლოს, თუ მოთხოვნები არ შესრულდება თქვენი ბრენდირებული მაღაზიის წინ თავს დავიწვავ. მადლიერ საზოგადოებას კი ვთხოვ ჩემი ფერფლი ( ნახევარ კილო შვრიის ფანტელთან ერთად ) ქუთაისის ქუჩებში მიმოფანტონ.”- წერს დავით ლიკლიკაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close