საზოგადოება

ნაძირალა ჟურნალისტებს დამატებითი ლეგიტიმაცია თქვენ მიანიჭეთ და ახლა ხელს მაინც ნუ ურტყამთ !!! – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ჯერ უღირს, ყველაფრის მკადრებელ ჟურნალისტებს აქებენ, მათ ეთერებში ათენებენ და აღამებენ, მზად არიან ყველაზე იდიოტურ თემაზეც კი იკეკლუცონ ვულგარული ტელევიზიების კამერის წინ, თვალს ხუჭავენ ამ არხების პროპაგანდის მიერ მსხვერპლად ქცეული ადამიანების ბედზე. შედეგად, ხალხის ძარცვის ხარჯზე მომუშავე, ელემენტარული კულტურის არმქონე მედიის წყალობით პოპულარულები და სახელგანთქმულები ხდებიან.
მოგვიანებით, ეს ჟურნალისტები თავიანთ საყვარელ რესპონდენტებზეც ჩვეული მეთოდებით იწყებენ ნადირობას. როდესაც უმდაბიოესი მედიის სუსხს თავიანთ ტყავზე იგრძნობენ, მხოლოდ ამის შემდეგ უარობენ ინტერვიუების გაცემას, აგრესიულად აპროტესტებენ ჟურნალისტთა ჩვევებს და ისტერიკაში ვარდებიან.
ბოლოს სახესაც კარგავენ და ურტყამენ კიდეც კორესპონდენტებს, თან ლაჩრულად, რადგან იციან, რომ მათ ხელს ვერავინ შეუბრუნებს…
ნაძირალა ჟურნალისტებს, გვარამია-თარგამაძის პირმშოებს დამატებითი ლეგიტიმაცია თქვენ მიანიჭეთ, მათთან ფლირტში თქვენ იყავით დიდი ხნის განმავლობაში და ახლა ხელს მაინც ნუ ურტყამთ !!!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ „მთავარი არხის» ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერიძეს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტი, მეუფე ანტონი დაუპირისპირდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close