პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს დავენიძლავები, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა -იაგო ხვიჩია

მილიონ ქართულ დოლარზე დავენიძლავები „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს აქამდეც ბევრჯერ უქნია ეს ამბავი და ბოლოს არ გაუკეთებია, წკიპზე იყო და არ გამოსულა. როგორ გითხრათ ახლა მის თავში რა დევს. ერთადერთი შემიძლია, დაგენიძლავოთ, შემიძლია, დავენიძლავო „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, ვისაც ეს უნდა. ჩვენ გვაქვს „გირჩის“ ციფრული ვალუტა – ქართული დოლარი, მილიონ ქართულ დოლარზე დავენიძლავები „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა, მე ამის მჯერა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საპროტესტო მუხტის აწევას და საკუთარი ამომრჩეველის მობილიზებას ემსახურება.

„ემსახურება თავისი ამომრჩევლის მობილიზებას, საპროტესტო მუხტის აწევას და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის რადიკალიზაციას, იმას, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, აი, ჰა და ჰა მიშა მოდის, აქეთ ბიძინაა, სხვადასხვა პილიტიკური პარტიის ადგილი გაქრეს და საბოლოო ჯამში ის ამომრჩეველი, რომელიც აქამდე არ აპირებდა მისვლას და ბიძინასთვის ხმის მიცემას, მივიდეს და „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. ხომ იცით, მე დიდი ხანია, მჯერა, რომ მიშა და ბიძინა შეკრულები და ერთმანეთთან დალაგებულები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შსეგახსენებთ,რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განააცხადა, რომ არჩევნებზე საქართველოში იქნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close