პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის არავის სჯერა“

გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, – ამის შეესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოდის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, ამ თემაზე გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა. ე.ი. მისი ქვეყანაში ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა, თორე, თუ რომელიმეს ჰკითხავთ, შეიძლებ, ზოგი მის ჩამოსვლას უშვებდეს. მთავარია, ფულს რისკავენ თუ არა ამ რწმენის შესაბამისად და ფულს არ რისკავენ“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close