საზოგადოება

ნაციონალური მოძრაობა გრიგოლ ვაშაძეს უნდა დაემშვიდობოს – ირინა სარიშვილი

„გრიგოლ ვაშაძეს – ამოტოლა გამოცდილების კაცს კი უნდა სცოდნოდა, ვისთანაა და რომ არ შერჩებოდა ის სამარცხვინო განცხადება რაც გააკეთა და მერე აღარც გადაკეთება მოუწევდა განმარტების სახელწოდებით, რომელსა ც უკვე დაეთანხმა მიხეილ სააკაშვილი, ისევ და ისევ ერთობის შენარჩუნების მიზნით.

მე მხოლოდ მხარდამჭერი ვარ და არა პარტიის წევრი, კარგად მესმის შიდაპარტიული სირთულეები და ისიც ვიცი რომ გარედან პარტიულ საკითხებში არ უნდა ჩაერიო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, ჩემი აზრით, რომ გარედან საჯაროდ მიცემული რჩევა პარტიისთვის ბევრად უკეთესი იქნება.
ხოდა ეს რჩევა შემდეგში მდგომარეობს:
გრიგოლ ვაშაძეს თავისი პირვანდელი განცხადებისთვის უნდა დაემშვიდობოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

რაც შეეხება ჩასაფრებულ ვითომ აქაურებს არჩევნებამდეც რომ წყალს ამღვრევდნენ და ეხლაც რომ ამ ამბით ხარობენ, აი რა მაგრები ვართო და ჭორაობენ – არ ვურჩევ საკუთარი თავების ასე სწრაფად გაშიფვრას – მალე ისედაც ყველაფერი გაირკვევა და დაელოდონ – არ იჩქარონ.

პროტესტი დ ბრძოლა გრძელდება და ნებისმიერ მოლაპარაკებისმაგვარი ამ ხმების ქურდებთან მხოლოდ მას მერე, რაც პროტესტანტების მოთხოვნები დაკმაყოფილდება!
ძალა ერთობაშია!“ – ირინა სარიშვილი.  სოციალური ქსელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close