Sliderსაზოგადოება

ნანა ყეინიშვილი არ გახლავთ ფაზისის აკადემიის წევრი. ფაზისის აკადემია არ გაცემს „ოქროს დიპლომებს“ და არავის ანიჭებს აკადემიურ წოდებას „აკადემიკოსს“ – ფაზისის აკადემიის განცხადება

ფაზისის აკადემია სოცქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია:
“ქალბატონი ნანა ყეინიშვილი არ გახლავთ ფაზისის აკადემიის წევრი.
ფაზისის აკადემია არ გაცემს „ოქროს დიპლომებს“ და არავის ანიჭებს აკადემიურ წოდებას „აკადემიკოსს“.
ფაზისის აკადემიის ადმინისტრაცია”.
საქმე ისაა, რომ ნანა ყეინიშვილის ბიოგრაფიაში მითითებული აქვს ფაზისის აკადემიის ოქროს დიპლომი და ასევე, რომ არის ფაზისის აკადემიის წევრი.
ნანა ყეინიშვილი ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგია. მან, როგორც ბიოგრაფიაშია აღნიშნული, განათლება 1981-1986 წლებში, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მიიღო. 2005 წელს ყეინიშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა, ასევე, 2022 წლიდან არის ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close