Sliderმსოფლიო

მოსკოვი ალყისთვის ემზადება – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი ალყისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ავრცელებს.

ქალაქი იზოლირებულია პოლიციისა და სამხედრო ნაწილების მიერ. შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. სამხედრო ტექნიკა კი, რომელიც აქამდე სასაზღვრო რაიონების რეზერვში იყო, მოსკოვშია გადაყვანილი.

„ამჟამად მოსკოვი პრაქტიკულად იზოლირებულია პოლიციისა და სამხედრო ნაწილების ძალებით. ყველა გზაჯვარედინზე და ქალაქიდან გასასვლელში გაძლიერებულია პატრულირება. ქალაქში მოძრაობს დიდი რაოდენობით ავტობუსები ნომრებისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, შეიარაღებული პირებით. შეჩერებულია სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა რეგიონებს შორის,” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close