საზოგადოება

მოგაკითხათ ბიძინამ, სიბოროტემ არ იცის ზღვარი, კარზე დაკაკუნება იცის და თუ არ გაუღე მერე შემომტვრევა იცის იმ კარის – გუბაზ სანიკიძე არასამთავრობო სექტორს მიმართავს

„ძვირფასო არასამთავრობოებო, არ იცით წინააღმდეგობის გაწევა რა არის, მოგაკითხათ ახლა ბიძინამ და რუსეთმა“, – ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

„როცა პოლიტიკოსებს და პოლიტიკას გადაუარა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობოებს ძალიან ისე ეჭირათ თავი, ყველაფერს შორიდან უყურებენ. როდესაც ზეწოლა ხდებოდა მედიაზე, მაინცდამაინც არ აქტიურობდა არასამთავრობო სექტორი. ძალიან ხშირად კოლაბორაციაში იყვნენ ამ ხელისუფლებასთან. გულშემატკივარი ვარ არასამთავრობოების. პირველი თაობის არასამთავრობოები მებრძოლები იყვნენ. რაღაცები იმ პირველი თაობიდანაც ისწავლეთ, ბრძოლის უნარიანობა ისწავლეთ, ისინი მებრძოლი ხალხი იყვნენ პირველი თაობა, გამოდით მაგ ოფისებიდან, კომფორტის ზონიდან. შედიოდით კოლაბორაციაში, დადიოდით დასავლეთში და ეუბნებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ დამნაშავეა, როგორც  ოპოზიცია ისე ხელისუფლება და მიიღეთ ახლა ეს. ჩემზე გული კი ნუ მოგივათ, სტრატეგია გადასინჯეთ თქვენი. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დოკუმენტებზე  მუშაობდით. სიბოროტემ არ იცის ზღვარი, კარზე დაკაკუნება იცის და თუ არ გაუღე მერე შემომტვრევა იცის იმ კარის, მოგაკითხათ ახლა ბიძინამ და რუსეთმა. პოლიტიკური ველი განადგურებულია, მედიას ებრძვიან, მედია ალყაშია, თქვენ ხართ მარტო დარჩენილები და ასე უსუსურად გამოიყურებით.

არასამთავრობოებს ძლიერი მოკავშირეები არ ჰყავთ. მათ არ აქვთ ხალხთან კონტაქტი და აღმოჩნდნენ მარტონი. პირველი თაობის არასამთავრობოებს  მაინც დაეკითხეთ რაღაცა. გამოცვალეთ სტრატეგია ძვირფასებო! ნუ იბზუებთ ცხვირს! გელათზე ვერაფერი ქნეს, ჩამოთვალეთ ბოლოდროინდელი მიღწევები. ეს ყველაფერი „საიას“ ნაკლებად ეხება, „საია“ მებრძოლია და თავის საქმეს აკეთებს“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close