საზოგადოება

მმართველობით კოლაფსამდე ცოტაღა დარჩა – ლევან ალაფიშვილი ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებზე

ლევან ალაფიშვილი:

??️⭕️ეროვნული ბანკის საბჭოს 3 წევრის გადადგომის შემდეგ ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად საფუძველშერყეულია, მმართველობით კოლაფსამდე ცოტაღა დარჩა ⭕️დღეს #ეროვნული #ბანკის საბჭოში 7 წევრია. ?ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რიცხოვნობა 5-ზე ნაკლები თუ დარჩა, მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანო და მთლიანად მმართველობა პარალიზებული იქნება. ?ეროვნულ ბანკს არ ჰყავს კონსტიტუციურად არჩეული/განწესებული #პრეზიდენტი ?დეკემბრის დასაწყისში უფლებამოსილება გასდის ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთ წევრს და საბჭოში დარჩება 3 წევრი ??საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის არსებული კონფლიქტის გათვალისწინებით ნაკლებ სავარაუდოა მათ მოახერხონ შეთანხმება ეროვნული ბანკის საბჭოს 6 წევრზე და პრეზიდენტზე. ‼️ეს წერია კანონში: ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close