საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილს მივმართავ ეხლა, თუ უყურებს ამას ყველაფერს და ტელევიზორი თუ დაუტოვეს – გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის მოლოდინშია. ის კლინიკაში 10:00 საათზე უნდა შესულიყო, თუმცა ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული პასუხი როდის შეძლებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა, რომ მოითხოვოს ადვოკატის დაუყოვნებლივ შეყვანა.

“მიხეილ სააკაშვილს მივმართავ ეხლა, თუ უყურებს ამას ყველაფერს და ტელევიზორი თუ დაუტოვეს, ბატონო მიშა, მოითხოვეთ, მე აქ ვდგავარ და ველოდები შესვლას. 10 საათზე უნდა შევსულიყავი შეუფერხებლად, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პასუხია, რომ ექიმია და გამოვა თუ არა შეგიშვებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა დაუყოვნებლივ”, – თქვა ნიკა გვარამიამ. 

მეტი

Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/estumre.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close