პოლიტიკა

„მიშა ჩამოდი!” – ფლაერების გამო „ლელომ“ აჭარის მთავრობის წინ გამართული აქცია დატოვა

აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართული აქცია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა დატოვეს.

„ლელოს“ უკმაყოფილების​ მიზეზი „მიშა ჩამოდი!” ფლაერების დარიგება გახდა,” – ამის შესახებ აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, საბჭო შეიკრიბება და ამ საკითხზე იმსჯელებს.

ამასთან, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

„რას ჰქვია, მიშა არ უნდა ჩამოვიდეს?! ეგრე არ გამოვა. იგი იღებს ბრძოლაში მონაწილეობას და ხელმძღვანელობს ჩვენს გუნდს. მიშას პატივი არის ჩვენი გუნდის პატივისცემა და არავის არაფერი შეეშალოს”, – განაცხადა აქციაზე გიორგი ბარამიძემ.

აქციაზე ისმის შეძახილები „მიშა!“.

აჭარის მთავრობის სახლის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი არჩევნების ხელახლა ჩატარებასა და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close