პოლიტიკა

„მიქელ გაბრიელი მიცვალებულთა შეკრებაზე მთავარ კანდიდატურებს წარადგენს“ – შალვა ნათელაშვილი

“დაკრძალვის დღის გამოცხადება მიცვალებულისთვის არაფერს არ ცვლის. ასე შემიძლია შევაფასო ხვალინდელი მიცვლებულების შეკრება “ქართული ოცნების” ოფისში. ალბათ, მიქელ გაბრიელი წარადგენს მთავარ კანდიდატურებს და წარმატებებს ვუსურვებ იმ გზაზე, რომელსაც ისინი ადგანან. ეს არის ისტორიული და პოლიტიკური მოუსავლეთი”.

ამი შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს 20 ივნისის “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ღონისძების შეფასებისას, განუცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატები უნდა დაასახელოს.

შეკითხვაზე, ოპოზიციური გაერთიანება დაასახელებს თუ არა თავად “ლეიბორისტული პარტიის ლიდერ მაჟორიარ კანოდდატად, შალვა ნათელაშვილმა განმარტა, რომ ის უკვე დასახელებული ნაძალადევის რაიონში.

“დასახელებული ვარ უკვე, ნაძალადევში ვიყრი კენჭს მაჟორიტარად და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “ოცნების” სახსენებელი იქ ამოიწვას სამუდამოდ” -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close