Sliderპოლიტიკა

მითხრან ვინ რომელ კაბინეტში დაძვრება, ვისთან, რამდენი ხნით და რას აფუჭებს – ხვიჩია

როდესაც რაღაც ბრალდებებს აჟღერებენ, მე ყოველთვის მოვუწოდებ მათ, რომ მითხრან კონკრეტული ადამიანი რომელ კაბინეტში დაძვრება, ვისთან, რამდენი ხნით და რას აფუჭებს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ის ბრალდებები, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ მოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აფუჭებს ქართულ საქმეს და ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ვფიქრობ, ამას ბევრად მეტი დამტკიცება სჭირდება. როცა ასეთ ბრალდებას აჟღერებენ, მე ყოველთვის მოვუწოდებდი, რომ მითხრან კონკრეტული ადამიანი, რომელ კაბინეტში დაძვრება, ვისთან, რამდენი ხნით და რას აფუჭებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close