საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეგულაციები – ამირან გამყრელიძე

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეგულაციები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა იქნება, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეგულაციები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ღია სივრცეში, სადაც იკრიბება გარკვეული ადამიანები და არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო ნიღბის ტარება. ამასთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა. შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და შაბამისი ცვლილებები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ისეთ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება, მალე შევა განკარგულებაში”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close